თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეიზღუდება.
კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სხვადასხვა სამუშაოა.
კერძოდ, გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, მუხიანის IV მიკრორაიონის, სოფელ გლდანის, თემქა-ავშნიანის დასახლების, მუხიანის ნაკვეთების, გლდანის მასივის I, II, III, IV მიკრორაიონების, ავშნის, ნუშის, ავალიშვილის, უცნობის, ხევძმარის, ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ცისარტყელას, ტრაქტორის, ქუთათელაძის, ჭიჭინაძის, ბენდელიანის და ჭყონდიდელის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მუხიანის V მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების VII, VIII, IX, X, XI, XII, XIII, XIV ქუჩების, ჯავახეთის, ხომლელის, თრიალეთის, კალოუბნის, ლაღიძის და წულუკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გელოვანის გამზირის, დიღმის მასივის I კვარტლის, სოფელ დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, დიდგორის, გოძიაშვილის, სარაჯიშვილის და იასამნის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), 26 მაისის მოედნის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ძოწენიძის, ქავთარაძის და დავით თავხელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ქეთევან წამებულის გამზირის, ტოლენჯის, ხარაბაძის, წალენჯიხის, კაკაბეთის, ყვარლის, ტვიშის, მთისძირის, მესხეთის, აფანასიევის, არველაძის, შერვაშიძის, აწყურის, დოესის, ბაბისხევის, ნიაბის, რუისპირის, საინგილოს, ურიცკის, ბზიფის, კაიშაურის, წურწუმიას, მარტყოფის, მახათის, გურჯაანის, სართიჭალის, ობსერვატორიის, წინანდლის, ხახანაშვილის, გუთნის, თელავის და ახმეტის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბერი გაბრიელ სალოსის, ლერწმის, ბოგდან ხმელნიცკის, სახალხოს, ხევის, ჩარხის, უშაკოვის, წულაძის, დოლიძის, დიდგორის, გუდარეხის და ციხისძირის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთაველის გამზირის, ქუთათელაძის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, კვალის და გერცენის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აჭარის, სარკინეთის, მარუაშვილის, ზაზიშვილის, აფხაზეთის, აგარის და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის II კვარტლის და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა წყნეთის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის და ბერძენიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. “თელასის” ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.