წმინდა მამა გაბრიელის მანტია რუსეთში ჩააბრძანეს

რუსული ინტერნეტგამოცემა gabriel-urgebadze.com-ის ინფორმაციით, წმინდა მამა გაბრიელის (ურგებაძის) მანტია რუსეთში ჩააბრძანეს. მასთან მიახლება და მოლოცვა მოსკოველებს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, 11 და 12 ივნისს შეეძლებათ.
ტაძარი საქართველოს მოედანზე, 13 ნომერში მდებარეობს. ინტერნეტგამოცემის ინფორმაციით, სიწმინდე დივეევოში (ნიჟნი ნოვგოროდი) მოსკოვის გავლით ჩააბრძანეს. მანტიის მოლოცვა მოსკოველებს 2 და 3 ივნისსაც შეეძლოთ.
სიწმინდეს მოსალოცად დააბრძანებს საქართველოს საპატრიარქოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მონასტრის მონაზონი დედა სერაფიმა ჭითანავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები