დღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო
დღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო, რომელიც ტრადიციულად 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე დასრულდება. პეტრე-პავლობის მარხვა დიდმარხვასთან და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქი მარხვაა. საქართველოში, მარხვის შენახვის წესს აკურთხებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. ამიტომ მისი ლოცვა-კურთხევით პეტრე-პავლობის წმ. მარხვა, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, თევზით ხსნილია. მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს.