გოჩა ცოფურაშვილი სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში იმყოფებოდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც სტიქიის შედეგად დაზარალებული სოფლები – გრემისხევი, მლაშე, ბაგა, ჩანადირები და ბაზალეთი დაათვალიერა. მინისტრის მოადგილე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სეტყვის შედეგად დაზიანებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში და საკარმიდამო ნაკვეთებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
სოფელ გრემისხევში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე გოჩა ცოფურაშვილმა აგროდაზღვევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ,,დღეს ვიმყოფებოდით სტიქიით დაზარალებულ სოფლებში, საზღვრისპირა ზონაში და ადგილზე გავეცანით არსებულ ვითარებას. ჩვენ კიდევ ერთხელ ავუხსენით მოსახლეობას აგროდაზღვევის უპირატესობა. ძირითადად, ზარალი გამოიწვია სტიქიის შედეგად ინფრასტრუქტურის დაზიანებამ,რის გამოც სავარგულების დატბორვა მოხდა “, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე, საუბარი შეეხო არა მარტო სტიქის შედეგებს და მიყენებულ ზარალს, არამედ რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებას. მინისტრის მოადგილემ მზადყოფნა გამოთქვა რეგიონის მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შეხვდეს და დეტალურად განიხილოს რეგიონში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები