საქართველო მშიერი ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა
მშიერი ქვეყნების შესახებ გაერო ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა. კვლევის მიხედვით, ქვეყანაში მოსახლეობის 7, 4 პროცენტი მშიერია, თუმცა 2010 – 2012 წლებთან შედარებით, მაჩვენებელი დაახლოებით 3 პროცენტით შემცირდა. გაეროს წლევანდელი ანგარიშით, მსოფლიოში 795 მილონ ადამიანს არასაკმარისი საკვები მიეწოდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა სამხრეთ აზიაშია , სადაც მოსახლეობის უმეტესობა შიმშილით იტანჯება.