“ექსპოჯორჯიაში” ღვინის მე-7 საერთაშორისო კონკურსი გაიმართა

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე–8 საერთაშორისო გამოფენის WinExpo Georgai 2015 ფარგლებში, ღვინის მე-7 საერთაშორისო კონკურსი (7th International Wine Award) გაიმართა. როგორც “კვირას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, კონკურსი ვაზისა და ღვინის საერთაშრისო ორგანიზაციის (OIV) პატრონაჟით ჩატარდა. საერთაშორისო ექსპერტებით, ენოლოგებით და ღვინის ჟურნალისტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ ღვინის ნიმუშები შეაფასა. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: ტიმ ატკინი (ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის მაგისტრი – დიდი ბრიტანეთი ), ჯონ სალვი (ღვინის მაგისტრი – საფრანგეთი), გიორგი დაქიშვილი (საქართველო), გიორგი თევზაძე (საქართველო), ლესლი გევითსი (აშშ), ჯოელ ბი პეინი (გერმანია), ფელისიტი კარტერი (ავსტრალია) და სპეციალური სტუმარი, OIV-ის გენერალური დირექტორი ჟან მარი ორანი. სხვადასხვა კატეგორიებში (თეთრი მშრალი, წითელი მშრალი, წითელი ნახევრადტკბილი, ქვევრის) გამარჯვებულ ღვინოებს ოქროს და ვერცხლის მედლები მიენიჭა. საგამოფენო ცენტრში ,,ექსპოჯორჯია” გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა და კონკურსის ჟიურის წევრებმა გამარჯვებული ღვინოების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები სპეციალური დიპლომებით დააჯილდოვეს. კონკურსში გამარჯვება 30 ღვინომ მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები