სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის მოსახლეობა ავარიული სახლების გამო ჩივის და ხელისუფლებისგან ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვს.
მოსახლეობას საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი აბესაძე და თბილისი მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია შეხვდნენ და ორბელიანის ქუჩის მოსახლეობის მოთხოვნას შეურთდნენ.
“დაახლოებით 20-მდე ოჯახი გაუსაძლის პირობებშია, ადგილობრივი ხელისუფლება არ აქცევს ამ ადამიანებს ყურადღებას. თბილისის განვითარების ფონდს აქვს იმის თანხა, რომ ამ და სხვა ასეთი ტიპის სახლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდეს,”- განაცხდა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები