გიგლა აგულაშვილმა მარათონში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან ერთად მარათონის ტიპის გარბენში “ერთად გავიმარჯვებთ” მიიღო მონაწილეობა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარბენი მიცკევიჩის ქუჩიდან – საბურთალოს გამგეობიდან დაიწყო და თავისუფლების მოედანზე დასრულდა. აქციის მიზანი იყო მოსახლეობის ჯანსაღი ცხოვრების სტილის პროპაგანდა , ვეტერანებისა და შშმ პირების ჩართვა მსგავს აქტივობებში, ტრანსპორტის სარგებლობის შემცირების პოპულარიზაცია და ამ მხრივ ჰაერის დაბინძურების შემცირება.