პრემიერმა ბათუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო “ლეო გრანდი” გახსნა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო “ლეო გრანდი” გახსნა.
40 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია, 180 ნომერი და მსოფლიო კლასის მომსახურება – მთავრობის მეთაურმა ბათუმელებს წარმატებული პროექტის განხორციელება მიულოცა და თურქ ინვესტორს საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა.
პრემიერი ბათუმის მიმართ ინვესტორთა ინტერესის ზრდას მიესალმება. “ეს არის უკვე მეორე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც ჩვენ ბათუმში გავხსენით. წელს კიდევ რამდენიმე სასტუმრო გაიხსნება. დინამიკა ოპტიმისტურია, ტურისტების რაოდენობა იზრდება და კიდევ უფრო გაიზრდება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსში საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრია განთავსებული.
სასტუმროში 700 ადამიანი დასაქმდა.

1900024_865265986897812_1116543461874768220_n

10153758_865265896897821_256132543711695981_n

10471196_865265900231154_6893531164604941699_n

11254317_865266143564463_76552419078762844_n

11390358_865266093564468_5053924192109381127_n

11401443_865266103564467_3343624615927359007_n

11403398_865265903564487_1974413529658002866_n

11407015_865266096897801_160345390326873973_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები