ძლიერი ქარის შედეგად სოფელ ქვემო ხოდაშენში საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა
ძლიერი ქარის შედეგად, თელავის რაიონის სოფელ ქვემო ხოდაშენში საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა.
დაზარალებულების თქმით, წვიმა და ძლიერი ქარი შუაღამისას დაიწყო და სტიქია იმდენად ძლეირი იყო, რომ ორსართულიანი სახლის ნახევარი ჩამოიშალა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სტიქიის შედეგად, ახვერდაშვილები ღია ცის ქვეშ დარჩნენ. ოჯახი დახმარებას ითხოვს.
ადგილზე იმყოფებოდა თელავის მუნიციპალიტეტუს გამგებელი. ალექსანდრე შათირიშვილის განცხადებით, დაზარალებულებს ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარება.