საქართველოს მოქალაქე, რომელმაც თურქეთში თავი ჩამოიხრჩო აგარაში, მშობლიურ სახლში გადაასვენეს

საქართველოს მოქალაქე, რომელიც თუქეთის ქალაქ რიზეში ხეზე ჩამომხვრჩვალი იპოვეს წუხელ, აგარაში მშობლიურ სახლში გადმოასვენეს. როგორც “კვირას“ სოფელ აგარის რწმუნებულმა ბორია მესხმა განუცხადა, გადმოსვენების პროცედურებში საქართველოს საკონსულო იყო ჩართული.
აგარის რწმუნებულის ინფორმაციით, 31 წლის ირაკლი სლანოვი თანასოფლელთან ერთად ერთად რიზეში სამუშაოდ რამდენიმე დღის წინ წავიდა.
სწორედ თანასოფლელმა იპოვა ის ხეზე ჩამომხვრჩვალი. ბორია მესხს და გარდაცვლილის სხვა თანასოფლელებს მკვლელობის შესაძლო მოტივზე საუბარი უჭირთ.
რწუნებული ამბობს, რომ გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. “ჩვენი სოფლის მკვიდრი 31 წლის ირაკლი სლანოვის 4 დღის წინ წავიდა მეგობართან ერთად თურქეთში, ქალაქ რიზეში სამუშაოდ, როგორც შევიტყვეთ საღამოთი ვახშმობდა რამდენიმე ადამიანთან ერთად, იქ იყო აგარიდან მასთან ერთად წასული მამაკაცი, ირაკლი გამოსულა და ნახევარი საათის შემდეგ რომ არ გამოჩენილი მის თანასოფლელს ძებნა დაუწყია და ხეზე ჩამომხვრჩვალი უპოვია. უკონფლიქტო ადამიანი იყო. არმგონია, რომ ვინმესთან ჩხუბი მოსვლოდა და შემდეგ დეპრესიაში ჩავარდნილიყო, ერთ-ერთი ბანკის ვალი ჰქონდა 300 ლარი, არამგონია ამ ვალის გამო ჩამოეხრჩო თავი. როგორც ვიცი 2 კვირით იყო წასული თურქეთში, რომ ემუშავა და ეს ვალი დაეფარა, წუხელ ჩამოასვენეს. დედ-მამა და ძმა ჰყავს, ძალიან ცუდი ამბავი მოხდა ყველანი ძალიან განვიცდით“, – აღნიშნა “კვირასთან“ საუბრისას აგარის რწმუნებულმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები