გლდანის მე-8 დაწესებულებაში 12 პატიმარი შიმშილობს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გლდანის სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში მყოფ მოშიმშილე პატიმრებს ხვდება. ბესელია, ასევე, სხვა პატიმრებსაც შეხვდება.

ეკა ბესელიას ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იყო, გაეგო შიმშილობის მიზეზი. მოშიმშილეები განაჩენის გადახედვასა და პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

„სხვადასხვა ტიპის საკითხებია, ძირითადად, ეს ეხება უკანონო განაჩენის გადახედვის პროცედურებს. არის შემთხვევები, სადაც წინასწარ გამოძიებაში მიმდინარე პროცედურებთან დაკავშირებით აქვთ კონკრეტული წუხილი პატიმრებს. მე შევეცდები, რომ შიმშილობის ფორმა, რომელიც მათი ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ვურჩიო, რომ ამ ფორმით არ მოხდეს პროტესტის გამოხატვა“, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები