სასჯელაღსრულების მინისტრი ბესიკ ცხადაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
სასჯელაღსრულების მინისტრი პრობაციის სამსახურის უფროსის ბესიკ ცხადაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც მინისტრის განცხადებაშია ნათქვამი, ცხადაძე ძლიერი პროფესიონალი და კარგი ადამიანი იყო.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის ბიუროს უფროსის, ბესიკ ცხადაძის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობ მის ოჯახს. ის იყო ძლიერი პროფესიონალი და უბრალოდ, ძალიან კარგი ადამიანი, თანამშრომელი და მეგობარი”, – წერს გიორგი მღებრიშვილი.
არსებული ინფორმაციით, პრობაციის ბიუროს უფროსმა ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში მრავლობითი ჭრილობა მიიყენა. ცხადაძის მიერ თვითმკვლელობის მცდელობა, სავარაუდოდ, ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.