სამართლდამცავები გიორგი ლეკიაშვილს ეძებენ
სამართალდამცავები 37 წლის მამაკაცს ეძებენ. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გიორგი ლეკიაშვილის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებმა პოლიციას გუშინ შეატყობინეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ გიორგი ლეკიაშვილის სამძებრო ღონისძიებები გუშინვე დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ლეკიაშვილი სახლიდან გუშინ გავიდა და ოჯახის წევრები მასთან დაკავშირებას ვეღარ ახერხებენ.
ახლობლების ინფორმაციით, მისი დაკარგვა მძიმე ფსიქიკურ ფონს უკავშირდება. გიორგი ლეკიაშვილი საბურთალოს რაიონში ცხოვრობს და მას 4 შვილი ჰყავს.