საკრებულოში ქეთევან მატაბელის პერსონალური გამოფენა გაიმართა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ფესტივალ „ქართული სული 2015“-ის ფარგლებში, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, ფერმწერისა და გრაფიკოსის ქეთევან მატაბელის პერსონალური გამოფენა გაიმართა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს დეპუტატები, მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია, ხელისუფლების წარმომადგენლები, მსახიობები, მწერლები, ისტორიკოსები, პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
გამოფენა გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა, ქეთევან მატაბელს ეს დღე მიულოცა და ქვეყნისთვის ფესტივალ „ქართული სულის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიებაზე მწერალმა და დრამატურგმა ლაშა თაბუკაშვილმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა და სხვა საზოგადო მოღვაწეებმა ფერმწერს შემოქმედებითი წინსვლა უსურვეს.
ღონისძიების ფარგლებში, ფესტივალ „ქართული სულის“ დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ ქეთევან მატაბელს ფესტივალის სპეციალური ჯილდო გადასცა.