ავღანეთში დაღუპული სამხედროების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ავღანეთში დაღუპული 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურის სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
ღვთისმსახურება IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის კაპელანმა გაბრიელ ბარბაქაძემ ბაგრამის საავიაციო ბაზაზე არსებულ ქართულ სამლოცველოში აღავლინა. დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა მიაგეს პატივი.
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები – კაპრალები თეიმურაზ ორთავიძე, გიორგი ადამოვი, ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითები ზურაბ გურგენაშვილი, ზვიად სულხანიშვილი, გიორგი ღუჭაშვილი და რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი ჰელმანდის პროვინციაში 2013 წლის 6 ივნისს მოწინავე საპატრულო ბაზა „ორბზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ.
დღესვე, დაღუპული გმირების ოჯახებს თანამებროლებმა თავდაცვის მინისტრის სახელით თანაგრძნობის წერილები და გვირგვინები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები