დღეს საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
სინოპტიკოსები დღეს საქართველოში ამინდის გაუარესებას ელოდებიან. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, დღეს აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმაა ნავარაუდევი.
კახეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონში ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი. ძლიერმა წვიმამ, შესაძლოა, აღმოსავლეთ საქართველოში მდინარეებსა და მის შენაკადებზე წყალმოვარდნები და ღვარცოფი გამოიწვიოს.
დასავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში კი მოღრუბლული ამინდი იქნება. ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
რაც შეეხება ტემპერატურას, აღმოსავლეთ საქართველოში +27 +32; დასავლეთ საქართველოში, +22 +27; თბილისში კი +29 გრადუსი იქნება.