თურქეთში საქართველოს მოქალაქე ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს
თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს, ის ქალაქ რიზეში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. აღნიშნული ფაქტი „კვირას“ ქარელის რაიონის სოფელ აგარის რწმუნებულმა ბორია მესხმა დაუდასტურა.
მისი თქმით, 30 წლის ირაკლი სლანოვის გადაცვალების შესახებ ინფორმაცია სოფელში დღეს გავრცელდა, თუმცა მშობლებს, მომხდარის შესახებ ამ ეტაპზე არ უმხელენ.
„დღეს დილით გავიგეთ, რომ ჩვენი თანასოფლელი თურქეთში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. სხვა არაფერი ვიცით. ჯერ მშობლებსაც არაფერს უმხელენ. ვიცით, რომ სამი დღის წინ წასულა თურქეთში“, – აღნიშნა ბორია მესხმა.
გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის ირაკლი სლანოვის გვამი იმ ქარხნის ტერიტორიასთან ახლოს იპოვეს, სადაც ის მუშაობდა.