ხვალ დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
ხვალ,7 ივნისს, 09:00 საათიდან 15:00 საათამდე მარათონი სახელწოდებით – ,,ერთად ვიმარჯვებთ” ტარდება.
ღონისძიების პერიოდში თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიცკევიჩის, პეკინის, კოსტავას ქუჩებსა და რუსთაველის გამზირის გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ვაკიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით საბურთალოს, გმირთა მოედნისა და მარჯვენა სანაპიროს გავლით განხორციელდება.
სადგურის მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა გმირთა მოედნისა და მარჯვენა სანაპიროს გავლით განხორციელდება. ხოლო სადგურის მოედნიდან ვაკის მიმართულებით მოძრაობა გმირთა მოედნის ესტაკადის გავლით განხორციელდება.
რაც შეეხება კოჯრის გზატკეცილზე მომუშავე მარშრუტებს, ტრანსპორტი ამაღლების ქუჩაზე მობრუნდება.