თბილისის პრობაციის სამსახურის უფროსი გარდაიცვალა

 თბილისის პრობაციის სამსახურის უფროსი ბესიკ ცხადაძე რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა. როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, ცხადაძეს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ცხადაძის ახლობლების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში გასროლით მან ჭრილობა თავად მიიყენა, თუმცა ოჯახის ახლობლების ნაწილი აცხადებს, რომ მათთვის უცნობია, ეს იყო თვითმკვლელობის მცდელობა თუ შემთხვევით გაუვარდა იარაღი.
არსებული ინფორმაციით, ის დღეს იმყოფებოდა სამსახურში და თავის მოვალეობას ჩვეულებისამებრ ასრულებდა. თბილისის პრობაციის სამსახურის უფროსის, ბესიკ ცხადაძის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული დაჭრილის მეუღლეც, რადგან მომხდარის გამო ის ცუდად გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები