გიგლა აგულაშვილმა საფრანგეთის ელჩთან ერთად, გლობალური კონფერენცია – ” კლიმატის ცვლილება” გახსნა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, საფრანგეთის ელჩთან რენე სალენსისთან და გაეროს ელჩთან საქართველოში ნილს სკოტთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გლობალური კონფერენცია – ” კლიმატის ცვლილება” გახსნა.

ღონისძიება მსფოლიოს 100 ქვეყანაში ტარდება და მასში 10,000- მდე მოქალაქე იღებს მონაწილეობას. წელს ღონისძიებას საქართველოც უერთდება, რომელშიც მონაწილეობას იღებს 120 -მდე მოქალაქე საქართველოს ყველა რეგიონიდან.

კონფერენციის მონაწილეებს კლიმატის ცვლილებების შესახებ მოკლე ვიდეორგოლების მეშვეობით ინფორმაცია მიეწოდათ, რის შემდეგაც აუდიტორიამ კითხვები მიიღო კლიმატის ცვლილების თემაზე. ღონისძიების დასასრულს, მონაწილეების მიერ გაცემული პასუხები შეგროვდა და გადაიგზავნა კონფერენციის საერთაშორისო საიტზე. შედეგად მსოფლიოს 100 ქვეყანას შორის, გარემოსდაცვით რუკაზე, საქართველოც განათდება, როგორც ქვეყანა, რომელმაც მიიღო მონაწილეობა გლობალურ სამოქალაქო დიკსუსიაში და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია კლიმატის ცვლილებების შესახებ.

ღონისძიებაზე შეგროვებული ინფორმაცია შემდგომში წარმოადგენილი იქნება გაეროს COP21 – მხარეების საერთაშორისო კონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები