ახლობლები გიორგი ნოზაძეს ეძებენ
ახლობლები სოციალური ქსელის მეშვეობით გიორგი ნოზაძეს ეძებენ. მათი ინფორმაციით ის ორი დღის წინ სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. “დაიკარგა გიორგი ნოზაძე! 3 ივნისს ღამის 12 საათისთვის იყო დიღმის მასივში და ამის შემდეგ აღარ გამოჩენილა. ეცვა თეთრი და შავი ზოლებით მაისური, ჯინსი და მუქი კეტები. თუ ვინმეს გეცნობათ ან სადმე შეამჩნევთ ძალიან გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. 599340703 გთხოვთ გაავრცელოთ ფოტო, რომ მეტმა ადამიანმა ნახოს!!”, – აღნიშნულია მიმართვაში.