ირაკლი ღარიბაშვილი კახი კავსაძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართული კინოსა და თეატრის მსახიობ კახი კავსაძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს. „მთელი გულით გილოცავთ 80 წლის იუბილეს. თქვენი პროფესიონალიზმის, პიროვნული ხიბლის დამსახურებაა ხალხის ისეთი გულწრფელი და საყოველთაო სიყვარული, რომლითაც თქვენ სარგებლობთ. ხალხის სიყვარულზე დიდი და საპატიო ჯილდო კი, არ არსებობს“, – აღნიშნულია პრემიერის მილოცვაში. მთავრობის მეთაური მსახიობს გაწეული ღვაწლისთვის მადლობას უხდის. „მადლობას გიხდით გაწეული ღვაწლისთვის, იმ სიამოვნებისთვის, რასაც დღემდე თქვენი შემოქმედება გვანიჭებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დაბადების დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლესა და შემოქმედებით წარმატებებს“, – ნათქვამია პრემიერის მისალოც განცხადებაში. კახი კავსაძე თბილისში, 1935 წლის 5 ივნისს დაიბადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები