პრემიერ-მინისტრი ანიტა რაჭველიშვილს, ნინო მაჩაიძეს და სოფიო მჭედლიშვილს დიდ წარმატებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლა სკალაში, მაყურებლის წინაშე სამი ქართველი მომღერალის ერთად წარდგენას ეხმაურება.
ანიტა რაჭველიშვილი, ნინო მაჩაიძე და სოფიო მჭედლიშვილი, ლეგენდარული ,,კარმენის“ პრემიერაში მთავარ და წამყვან პარტიებს შეასრულებს. პრემიერის შეფასებით ეს ქვეყნისთვის უპრეცენდენტო შემთხვევაა.
“დღეს მსოფლიოს მთავარ საოპერო სცენაზე – ლა სკალაში სამი ქართველი მომღერალი ერთად წარდგება მსოფლიოს წინაშე და ლეგენდარული ,,კარმენის“ პრემიერაში მთავარ და წამყვან პარტიებს შეასრულებს. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ქართული ნიჭის, ჩვენი კულტურისა და ქართული საოპერო ხელოვნების დიდი აღიარებაა! მთელი გულით ვულოცავ ჩვენს საამაყო და სახელოვან თანამემამულეებს ანიტა რაჭველიშვილს, ნინო მაჩაიძეს და სოფიო მჭედლიშვილს ამ დიდ წარმატებას. მათთან ერთად ვულოცავ პიანისტ მზია ბახტურიძეს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ამ პრემიერის მომზადებაში. მინდა იცოდეთ, ჩვენ ვამაყობთ თქვენით!”, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვის წერილში.

11329932_863953187029092_6220588853922536301_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები