თავდაცვის მინისტრმა დედოფალ ელისაბედ II-ეს დაბადების დღე მიულოცა

დღეს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო დედოფალ ელისაბედ II-ის დაბადების დღეს აღნიშნავს. იუბილესთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის საელჩოში მიღება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, მისი პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ბესიკ ხატიაშვილი დაესწრნენ. სტუმრებს დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ და თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ უილკესმა უმასპინძლეს.
ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ საპატიო სტუმრად საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაასახელა: „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დღესასწაულზე, ქალებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, დამეთანხმებით, რომ თინა წარმოადგენს მნიშვნელოვან ფიგურას. მას უკვე კარგად იცნობენ ნატოს ქვეყნებსა და მთელს მსოფლიოში. ის უკვე ვარსკვლავურ შოუებში და წამყვანი გამოცემების მთავარ გვერდებზე ხვდება. გასულ წელს ჩვენი საპატიო სტუმარი მისი მეუღლე იყო და ამჯერად, მინდა ეს პატივი თინას ხვდეს წილად. პრეზიდენტი, პირველი ლედი და თქვენ და დავითი ნამდვილად ძალიან ძლიერი წყვილები ხართ და დარწმუნებული ვარ თქვენ გაკვალულ გზას ბევრი გაყვება.“
თინათინ ხიდაშელმა ბრიტანელ ხალხს დედოფლის დაბადების დღე მიულოცა და ქართულ-ბრიტანულ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობა. წლების განმავლობაში ის ჩვენი პარტნიორი, დონორი, მხარდამჭერი ქვეყანა იყო, ასეთად რჩება და დარწმუნებული ვარ, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ეს მეგობრობა მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების სრულყოფისთვის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები