დავით ნარმანია: ჩვენ ხუთივე ოჯახს დახმარებას დღესვე აღმოვუჩენთ

თბილისის მერი დავით ნარმანია, ვაკის გამგებელ ლაშა აბაშიძესთან ერთად, წყნეთის ქუჩაზე წვიმისგან დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა და დახმარება აღუთქვა.
წყნეთისხევის ქუჩაზე წუხელ მოსული უხვი ნალექის გამო 5 ოჯახი დაზარალდა. დაიტბორა ეზოები და სახლების პირველი სართულები.
„ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ უბანში შეიქმნა, ვინაიდან მდინარე ვერესთან მოსახლეობა ძალიან ახლოს ცხოვრობს და ადიდებულმა მდინარემ მათი სახლები დატბორა. ჩვენ ხუთივე ოჯახს დახმარებას დღესვე აღმოვუჩენთ. გამგეობა შესაბამისი სამშენებლო მასალებითაც დაეხმარება, რათა დროულად აღდგეს დაზიანებული სახლები“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერიისა და ვაკის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ ხუთივე ოჯახს გამგეობა დღესვე უზრუნველყოფს დროებითი საცხოვრებლით. მათ მერიის სარეზერვო ფონდიდან, ასევე, ერთჯერადი ფულადი დახმარება გაეწევათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები