ადგერის წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტერში გამწვანების აქცია გაიმართა
სადგერის წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტერში გამწვანების აქცია გაიმართა – ამის შესახებ „კვირას“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამრომლებმა, სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარის ნერგები მონასტრის ეზოში დარგეს.
გამწვანების აქციაში ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი მეუფე სერაფიმე მონაწილეობდა.
ნერგებთან ერთად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დედათა მონასტერში სხვადასხვა საკვები პროდუქტი ჩაიტანეს.