ჯაბა ჯიშკარიანი გრიბოედოვის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ნაგებობის სავალალო მდგომარეობას გაეცნო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი – ჯაბა ჯიშკარიანი, რაიონის გამგებლის მოადგილესთან ბადრი ხვადაგიანთან ერთად, გრიბოედოვის N 1/3 ქუჩაზე მდებარე ავარიული სახლის მოსახლეობას შეხვდა და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ნაგებობის სავალალო მდგომარეობას გაეცნო.
მოსახლეობის განცხადებით, ქალაქის ცენტრალური უბნის ეს შენობა ათეულობით წელია გამაგრება-რესტავრაციას საჭიროებს. დღეს კულტურული სტატუსის მქონე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა სავალალოა, რისთვისაც გრიბოედოვის N 1/3-ის მცხოვრებლებმა – დეპუტატ ჯაბა ჯიშკარიანს – ავარიული სახლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა და ინვესტორის მოძიების საკითხებში შესაბამის სამსახურებთან შუამდგომლობა სთხოვეს.
მაჟორიტარმა დეპუტატმა ავარიული შენობა დაათვალიერა და მოსახლეობას, კომპეტენციის ფარგლებში, დახმარებას დაჰპირდა.
„ხშირ შემთხვევაში, თბილისის ცენტრალურ რაიონებში არსებული სახლებისთვის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი დასაბუთების გარეშეა მინიჭებული. სწორედ ამიტომ, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, თბილისის განვითარების ფონდი და კულტურის სააგენტო ძეგლების ინვენტარიზაციას ახორციელებს და პირველი შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, – განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები