თბილისში, სვანიძის ქუჩაზე, წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ვერემ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი დატბორა. სტიქიის შედეგად თავშესაფარში 12 ძაღლი დაიხრჩო. ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ, რათა ხეებისგან და შლამისგან თავშესაფარი და მიმდებარე ტერიტორია გაიწმინდოს. თამაზ ელიზბარაშვილი მომხდარის შესახებ ფეისბუქში წერს.
“დილა მშვიდობისა, მეგობრებო! ჩვენთვის ეს დილა არ შეიქნა მშვიდობიანი! გვიან ღამით, ადიდებული მდინარე ვერე ჯებირებიდან გადმოვიდა და დატბორა თავშესაფარი. საფრთხე შეუქმნა ჩვენი ბინადრების სიცოცხლეს. სამწუხაროდ, ყველა ბინადარის გადარჩენა ვერ შევძელით… ახლა, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება თქვენი თანადგომა! აღარ გეპატიჟებით, ვიცი, რომ მოხვალთ! ვაკე–საბურთალოს გზაზე, გივი სვანიძის 30 ნომერში“,- წერს თამაზ ელიზბარაშვილი ფეისბუქში.