საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 13 500 000 კაცი შეადგინა

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ, 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის აპრილის ჩათვლით, 13 500 000 კაცი შეადგინა, ანუ 2,5 წელიწადში ჩვენ მივიღეთ იმაზე უკეთესი შედეგი, ვიდრე იყო განვლილი 7 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს საკმაოდ ძლიერი სიგნალია.
„ჩვენ აქ ვხედავთ ძალიან დიდ პოზიტივს. ვფიქრობ, ეს პროცესი კიდევ უფრო უნდა იყოს ხელშეწყობილი მთავრობის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მიერ განხორციელებული საერთაშორისო სარეკლამო კამპანიის შესახებ მთავრობის მეთაურს ინფორმაცია ვიცე-პრემირმა გიორგი კვირიკაშვილმა მიაწოდა. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სპეციალური სარეკლამო კამპანია ჩატარდა 9 მიზნობრივ ბაზარზე; საქართველოში ჩამოვიდა 200-ზე მეტი ცნობილი სააგენტოს ჟურნალისტი, რომელთათვის გაიმართა სპეციალური ტურები; 70-ზე მეტი წამყვანი ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლისთვის მოეწყო სპეციალური საინფორმაციო კამპანიები.
ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ვიზიტორთა რაოდენობაში 14,7%-იანი გარდატეხა აქვს, ასევე, გასული წლის მაისთან შედარებით, 5%-ით გაზრდილია იმ ვიზიტორთა რაოდენობა, ვინც საქართველოში 24 საათზე მეტხანს რჩება.
მთავრობა აქტიურ ტურისტულ სეზონს ელოდება, ზაფხულის მიწურულს კი დაიწყება სპეციალური სამზადისი ზამთრის სეზონისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები