მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მცხეთის ჯვრის დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მცხეთის ჯვრის დღესასწაულს აღნიშნავს. ჯვრის მონასტერში პატრიარქმა ჯვრის პარაკლისი გადაიხადა.
„ჯვარმა უფლისამ დაგიცვათ თქვენ და სრულიად საქართველო”, – განაცხადა უწმინდესმა.
პარაკლისის შემდეგ, ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა კონსტანტინე ჭინჭარაულმა და იქ მყოფმა სასულიერო პირებმა პატრიარქს აღდგენილი ჯვრის მცირე ტაძარი და იქ შემორჩენილი საეპისკოპოსო ადგილი აჩვენეს.