139-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მოწამვლა უჰაერობამ გამოიწვია
139-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მოწამვლა უჰაერობამ და ჟანგბადის ნაკლებობამ გამოიწვია, – ამის შესახებ „კვირას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს.
როგორ სამედიცინო დაწესებულებაში აღნიშნავენ, ორი მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. „ორივე მოსწავლეს ერთი და იგივე სიმპტომები აღენიშნება – თავბრუსხვევა, მუცლის ტკივილი და პირღებინების შეგრძნება. პირველადი კვლევის შედეგად, ერთ-ერთს სისხლში შაქრის ნაკლებობა აღმოაჩნდა, ხოლო მეორეს – პირღებინება. ამჯამად ორივე მოსწავლეს გამოკვლევა უტარდება. რამ გამოიწვია ბავშვების ინტოქსიკაცია, ამ ეტაპზე უცნობია“, – აცხადებენ კლინიკაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, 139-ე საჯარო სკოლის მეხუთე კლასის 8 მოსწავლეს მწვავე ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნა.
შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა. 2 მოსწავლე იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.