რას აცხადებენ 139-ე სკოლაში, სავარაუდოდ, მოწამლულ ბავშვებზე – იმ ოთახს, სადაც ეს ბავშვები ისხდნენ, მზე მიადგა…
თბილისის 139-ე საჯარო სკოლაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ სკოლის 8 მოსწავლეს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდა და მათი შეუძლოდ გახდომის მიზეზიც სწორედ ეს გახდა.
როგორც “კვირას“ სკოლის ერთ-ერთმა პედაგოგმა განუცხადა, იმ საკლასო ოთახში, სადაც ბავშვების ისხდნენ, ფანჯარა დახურული იყო და მოსწავლეები სწორედ უჰაერობის გამო გახდნენ შეუძლოდ.
“არავითარი ინტიქსიკაციის ნიშნები, იმ ოთახს, სადაც ეს ბავშვები ისხდნენ, მზე მიადგა, ფანჯარა დახურული იყო და, როგორც ჩანს, უჰაერობის გამო შეუძლოდ გახდნენ, ამ ბავშვებიდან სამ ბავშვს ვირუსი ჰქონდათ გადატანილი – გაციებულები იყვნენ, ერთ-ერთს სიცხეც ჰქონდა. არაფერია საგანგაშო, ყველა მასწავლებელი ადგილზე ვართ“, – განუცხადა “კვირას“ პედაგოგმა.
139-ე საჯარო სკოლაში დღეს დილით 8 მოსწავლე შეუძლოდ გახდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ მწვავე ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდათ. ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ორმა მათგანმა გონებაც დაკარგა. ისინი სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.