თბილისში მამაკაცმა, რომელიც ღია აუზზე ირუჯებოდა დამწვრობა მიიღო

23 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ღია აუზზე ირუჯებოდა, მე-2 ხარისხის დამწვრობა მიიღო. როგორც „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, ახალგაზრდა მამაკაცს გარუჯვის შედეგად სხეული მთლიანად დაეწვა. შემთხვევა თბილისში, ერთ-ერთ ღია ტიპის საცურაო აუზზე მოხდა.
„ბანაობის შემდეგ მზეზე ირუჯებოდა და ჩაეძინა, რის შედეგადაც მე – 2 ხარისხის დამწვრობა მიიღო“, – ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი. ქაშიბაძის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. ქაშიბაძე ყველას აფრთხილებს, რომ მზის დამცავი საცხის გარეშე გარუჯვა არ სცადონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები