მოსკოვის გამზირზე დაჭრილ ახალგაზრდებს ოპერაცია ჩაუტარდათ
მოსკოვის გამზირზე გუშინ დაჭრილი ორი ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი რეფერალური ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები.
როგორც “კვირას“ მორიგე ექიმმა განუცხადა, ორივე მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა.
“ორივეს გაუკეთდა ოპერაცია, ერთს – მუცლის ღრუში, მეორეს – კიდურებზე. ორივე მათგანი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია, მესამე გადაყვანილია ანგიო – ქირურგიულ განყოფილებაში“, – განაცხადა მორიგე ექიმმა.
მოსკოვის გამზირზე ერთმა პირმა სამი ადამიანი დაჭრა. შემთხვევა გუშინ ღამით, დაახლოებით 20.30 წუთზე, ქინძმარაულის ქუჩაძე N25-ში მოხდა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. “საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარის შესახებ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი”, – აცხადებენ უწყებაში.