შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ მაღალმთიან სოფელ ხახაბოს ერთადერთ მოსახლეს სურსათი ჩაუტანა
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დუშეთის რაიონის მაღალმთიან სოფელ ხახაბოში მცხოვრებ ერთადერთ მოსახლეს, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ბადრი მინდიკაურს საკვები პროდუქტები ჩაუტანეს.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ავიაციის მთავარი სამმართველოს ვერტმფრენის დახმარებით, დასახლებულ პუნქტს მოწყვეტილი მოქალაქის სურსათით უზრუნველყოფა მოხდა. გაზაფხულზე სტიქიამ ბადრი მინდიკაურის საცხოვრებელი რაიონულ ცენტრს სრულად მოწყვიტა, მოსავალი გაუნადგურა და პირუტყვი დაეღუპა. დაზიანდა შვიდკილომეტრიანი საფეხმავლო გზა, რომელიც აღნიშნულ სოფლამდე მიდიოდა.
ბადრი მინდიკაური ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარე სოფელ ხახაბოში, რამდენიმე წელია მკაცრ პირობებში ცხოვრობს.