თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით,  აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
გლდანის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ავჭალის სამხედრო დასახლების, ფეიქრების, ხიზანიშვილის, შეშელიძის, გობრონიძის, ხიზაბავრის და ხევძმარის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის I, III, IIIა, IV მიკრორაიონების, აბაშიძის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ქვიშხეთის, ერწოს, სანერგის, ცინცაძის, სააკაძის, მანჯგალაძის, ხევსურეთის, სვანეთის, ცოტნე დადიანის, კოხრეიძის, ჭიჭინაძის, ლეჩხუმის, იმერეთის, რიონჰესის, ბენდელიანის და დიდი ჯიხაიშის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილის, ორხევის დასახლების, იუმაშევის, თვალჭრელიძის და დამენიას ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის IV და X კვარტლების, ჯავახეთის, კალოუბნის და შუამთის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჩაჩავას და ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ჩაჩავას, ჭიაურელის, ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ელენე ახვლედიანის აღმართის, ფაბრიციუსის, გრემის, სამრეკლოს, ურიცკის, გაბისკირიას, სპარტაკის, კალატოზის, ბახვის და ქედის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნინოშვილის და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: თამარაშვილის და წყნეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ყაზბეგის გამზირის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ვაშლიჯვრის დასახლების, კვანტალიანის და გოძიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ქეთევან წამებულის გამზირის და ბოჭორმის ქუჩის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ფხოვის, ფურცელაძის, თაბუკაშვილის, ათონელის, აბაშიძის და პუშკინის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები