საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილეს.
სხდომას, რომელსაც შორენა ბუხრაშვილი ხელმძღვანელობდა, თბილისის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკრებულოს იფორმაციით, დეპუტატებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების საკითხებზე იმსჯელეს და თბილისის მერის მიერ გამოგზავნილი 2 წერილით თანდართული 35 ფუნქციური ზონალური ცვლილება განიხილეს.
აღნიშნული საკითხები განსახილველად საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე გავა.