მარტვილის სამედიცინო ცენტრ „მკურნალის”დირექტორი სახელმწიფოს თხოვნით მიმართავს

მარტვილის სამედიცინო ცენტრ   „მკურნალის ერთ-ერთი  დამფუძნებელი და დირექტორი, პროფესიით ლარინგოლოგი  კახა კვესალავა სახელმწიფოს მიმართავს,  მარტვილში არსებული პოლიციის ყოფილი შენობა კანონის ფარგლებში სამკურნალო ცენტრ  „მკურნალს“ გადაეცეს ან პირდაპირი წესით მოხდეს მიყიდვა.

მარტვილში მდებარე შენობა, სადაც  უკვე სამწელიწადნახევარია სამედიცინო ცენტრი „მკურნალი“ ფუნქციონირებს, კლინიკის კოლექტივს იჯარით აქვთ  აღებული.

კვესელავა ვარაუდობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო  პოლიციის ყოფილ შენობას აუქციონზე გაიტანს,  შენობა  ისეთი მფლობელის ხელში აღმოჩნდება ,რომელიც ფართს სხვა დანიშნულებას მისცებს.

რატომ არის აუცილებელი, რომ პოლიციის ყოფილი შენობა, რომელიც უკვე 5 წელია  არ ფუნქციონირებს, მარტვილის სამედიცინო ცენტრ „მკურნალის“ გადაეცეს?! სამედიცინო ცენტრ „მკურნალის“ დაფუძნების, მისი საქმიანობის, სერვისებისა და სამომავლო გეგმების შესახებ   „კვირას“ თავად „მკურნალის“  დირექტორი კახა კვესალავა ესაუბრა.

– ბატონო კახა როდის დააარსეთ კლინიკა „მკურნალი“?

11287384_377160229156833_311959092_n–  როდესაც ყოფილი ხელისუფლების დროს ჯანდაცვის რეფორმა დაიწყო,  სადაზღვევო კომპანიები გააქტიურდნენ  და  კლინიკებში შევიდნენ, ამ კლინიკებს შორის მოხვდა  სენაკი, აბაშა, წალენჯიხა, ჩხოროწყუ და სხვა რაიონები.  ჩვენ შევიტყვეთ, რომ იქ ვითარების გაუმჯობესების ნაცვლად მედპერსონალის  მდგომარეობა იგივე დარჩა და ნაწილობრივ გაუარესდა კიდეც. მათ ჰქონდათ სამარცხვინო ანაზღაურება. აღმოჩნდა, რომ სადაზღვევო  კომპანიები საკუთარ ფინანსურ მოგებაზე იყვნენ ორიენტირებულები. მსხვილი თანხების ბრუნვა ხელში ჩაუვარდათ.  ხარისხზე იმდენად არ იყვნენ ორიენტირებულნი, რამდენადაც ფინანსურ მოგებაზე.
ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს ჩვენი პროფესია, მაგრამ როცა არ გაქვს არანაირი სტიმული, არანაირი წახალისება,  ცხადია, ეს მოქმედებს.  მაშინ მარტვილის პოლიკლინიკაში ვმუშაობდი და როდესაც მე და ჩემმა კოლეგებმა შევიტყვეთ, რომ ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანია შემოდიოდა ჩვენს კლინიკაში, გადავწყვიტეთ, წამოვსულიყავით  და დამოუკიდებლად გაგვეგრძელებინა საქმიანობა. 14-მა ექიმმა იჯარით ავიღეთ შენობა, გავარემონტეთ და ნულიდან დავიწყეთ ყველაფერი. ჩვენი ცენტრი მათ საპირწონედ შეიქმნა, რომ ექიმიც და  პაციენტიც კმაყოფილი ყოფილიყო.   ეტაპობრივად წარმატება ფინანსურ სიძლიერეში აისახება, შევქმენით სამუშაო ადგილები. სამ წელიწადში თეორია ვაქციეთ პრაქტიკად. ჩვენი ცენტრის  სლოგანია:  “თავისუფლება, ღირსება, პასუხისმგებლობა”. ეს სამი სიტყვა ავარჩიეთ, რადგან თავისუფლება მოვიპოვეთ ჩვენ თვითონ და არ  მოვექეცით კომპანიების წნეხის ქვეშ. ამ კომპანიებს ძალიან კარგი სპეციალისტების გაექცნენ და ცალკე გავიდნენ.

– როგორია თქვენი კლინიკის  მუშაობის მოდელი?11328978_377156515823871_1490887513_n

– ვმონაწილეობთ საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში. გვაქვს წარმატებები, ჩვენ პაციენტების მომსახურების  ხარჯებს პირდაპირ სახელმწიფო  გვინაზღაურებს. არ გვყავს შუა რგოლი. ჩვენი პროექტი  მოიწონა ჯანდაცვის კომიტეტმა და ჯანდაცვის სამინისტრომაც. ახლახან საქართველოს მასშტაბით  ორგანიზაციამ “ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირმა” ჩაატარა რეიტინგული კვლევები და გამოავლინა წარმატებული ხუთი საწარმო. ხუთეულში პირველ ადგილზე ჩვენ ვართ და ოქროს მედალი   სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნიაში ჩვენ გვერგო. ჩვენი კლინიკის მოდელი როგორც მართვის, ისე  ფინანსური კუთხითაც ექიმზეა მორგებული. არსებობს თვითმმართველობა.
მე ვარ არჩეული თავმჯდომარე, ჩემი კოლექტივის გარდა ვერავინ გადამაყენებს, მეორე მხრივ, მე ვარ ანგარიშვალდებული ჩემი კოლეგების წინაშე, მათ კვარტალურად ან ყოველთვიურად წარვუდგინო ჩვენი კლინიკის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიში როგორც სამედიცინო, ისე ფინანსური კუთხით. რაც შეეხება ფინანსურ მოდელს, ფინანსური კუთხით სამი წყაროდან ხდება ექიმის დაფინანსება  – ეს არის შიდასტანდარტით  პაციენტი, რომელიც დაზღვევის პროგრამით არ მოდის კლინიკაში, თანხის 100% -ვე პროცენტს ექიმს უხდის. მეორე –  საშუალო მოჭრითი ხელფასი  ყველა ექიმს თანაბარი აქვს, მესამე კომპონენტი ეს არის გასინჯული ავადმყოფების რაოდენობის  მიხედვით ანაზღაურება. ჩვენს კლინიკაში ექიმის საშუალო ხელფასი 1500 ლარია. ჩვენთან გამოცდილების გაზაირების მიზნით ჩამოდიან რაიონების  კლინიკებიდან. აინტერესებთ ჩვენი მუშაობის მოდელი და სურთ. თავიანთ კლინიკებშიც დანერგონ. ჩვენი და „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო კლინიკის“  ძალისხმევით,  23-24 მაისს  მარტვილში  მოსახლეობას უფასო მასობრივი გამოკვლევები ჩაუტარდა, ორი დღის განმავლობაში 512-მა  ადამიანმა გაიარა  პროფილაქტიკური  გამოკვლევა. ჩვენი სურვილია, რომ მსგავსი სახის აქციებს სისტემური ხასიათი მიეცეს და ამაზე ვმუშაობთ.

 – არსებული მონაცემებით, რამდენი ბენეფიციარია დაზღვეული თქვენს კლინიკაში?

– ამ ეტაპზე ჩვენი კლინიკა  12-15 ათასამდე დაზღვეულ ბენეფიციარს ემსახურება, გვაქვს ყველა სამედიცინო  პროფილის  მიმართულებით პაციენტების მომსახურების შესაძლებლობა. ჩვენი პაციენტები კმაყოფილები არიან ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმით, ჩვენი მომსახურებით, თუმცა არის ერთი დიდი პრობლემა –  ფართი, სადაც ეს კლინიკა ფუნქციონირებს, იჯარით გვაქვს აღებული, რაც დიდ დიდი სახსრებთან არის დაკავშირებული. გვაქვს სურვილი, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ პაციენტებისთვის მომსახურება, მაგრამ ვინაიდან  იჯარა სოლიდურ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამას ვერ ვახერხებთ.

– როგორც ვიცით, სახელმწიფოსგან მარტვილში მდებარე პოლიციის ყოფილი შენობის გადმოცემას ითხოვთ ?

– დიახ, გაფართოება გვჭირდება. როგორც აღვნიშნე, შენობა, სადაც “მკურნალი“ ფუნქციონირებს, იჯარით გვაქვს აღებული. ჩვენ გვინდა პოლიციის ყოფილი შენობა, რომელიც ამ დროისთვის უფუნქციოდაა დარჩენილი, პირდაპირი მიყიდვის წესით, ან სახელმწიფოს კეთილი ნებით გადმოგვეცეს. ეს არის 900 კვადრატული მეტრის ფართობის  სამსართულიანი შენობა, რომელსაც აქვს თავისი მიწა და არის საუკეთესო ადგილზე. უკვე მეხუთე წელია აღნიშნული შენობა უფუნქციოდაა დარჩენილი. შენობა აუქციონზე რომ გაიტანოს სახელმწიფომ,  შესაძლოა, სხვა ინვესტორმა სხვა დანიშნულებისთვის იყიდოს, ამიტომ მივმართავ პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტს, რომ გამოიჩინონ ყურადღება და კანონის ფარგლებში ეს შენობა ჩვენ გადმოგვეცეს. რადგან საქმე ეხება ადამიანების ჯანმრთელობის საკითხს. დიდი იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო გამოიჩენს სათანადო რეაგირებას, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანს მიეცეს ხარისხიანი სამედიცინო დახმარების საშუალება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები