„დიპლომატიური პასპორტის მქონე პირთათვის სერბეთის მიმართულებით სავიზო რეჟიმი უქმდება“

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივიცა დაჩიჩი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს შეხვდა. ივიცა დაჩიჩიმ იმედი გამოთქვა, რომ სერბეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
„ჩვენ ვცდილობთ, არცერთი კონფლიქტის რეგიონი მხედველობის არედან არ გამოგვრჩეს. გუშინ აზერბაიჯანში ვიყავი, დღეს საქართველოში ვარ, ხვალ კი სომხეთს ვეწვევი. დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მქონდა საუბარი, დიპლომატიური პასპორტის მქონე პირთათვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, რასაც დღეს მოეწერება ხელი. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობა, ამის უამრავი შესაძლებლობა არსებობს. განვიხილეთ უამრავი თემა, საქართველოსთან ჩვენ პრინციპულ ურთიერთობებს ვინარჩუნებთ. გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს და ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ უმოკლეს ვადაში გადაწყდეს ლტოლვილების საკითხი. დიალოგს არ გააჩნია ალტერნატივა და ის ჟენევის ფორმატი უნდა იქნას გამოყენებული, კონფლიქტების კუთხით“, – განაცხადა დაჩიჩიმ.
სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაჩიჩი საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდება.

11304072_10152978707314779_1754431558_n

11304559_10152978707324779_355258781_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები