„პოზიციამ“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მცხეთის შშმ ბავშვთა ცენტრის მოზარდებს მიულოცა (ვიდეო)
არასამთავრობო ორგანიზაცია“ პოზიციის“ და თბილისის ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის წარმომადგენლები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს მცხეთაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ცენტრს, „მომავლის რწმენას“ ესტუმრნენ და მოზარდებს ტანსაცმელი, სათამაშოები და საკვები პროდუქტები ჩაუტანეს. „პოზიციის“ ორგანიზებით, ბავშვთა ცენტრში ქუჩის მუსიკოსებმა მცირე კონცერტიც გამართეს.
„კონცერტმა მოზარდებში განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. „პოზიცია“ ინტენსიურად ახორციელებს სოციალურ პროექტებს. 28 მაისს, “პოზიციამ” და ქუჩის მუსიკოსებმა ლეიკემიით დაავადებული 15 წლის მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად კლუბ One Side- ში საქველმოქმედო ღონისძიება გამართეს, საიდანაც შემოსული თანხა მთლიანად მიხეილ სხვიტარიძის ანაგარიშზე გადაირიცხა და ის მოზარდის რეაბილიტაცის კურსს მოხმარდება“,-აცხადებენ “პოზიციაში“.