ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება

დღეს, 18:00 საათამდე, ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი ღია იქნება ყველა ბავშვისა და მოზარდისთვის. მთელი დღის მანძილზე, ბავშვებს საშუალება ექნებათ დაესწრონ და ჩაერთონ ხალხური თოჯინების შექმნის პროცესში, დაათვალიერონ გამოფენა „სახეები” და სპეციალურად ამ დღისთვის გამოფენილი კარლო სულაკაურის თოჯინების პერსონაჟები მულტფილმებიდან: „ბომბორა“, „სალამურა“, „საზამთრო“ და სხვა.
ბავშვები შეძლებენ გააფერადონ გამოფენაზე წარმოდგენილი პერსონაჟები და მათი კოსტიუმები, მოხატონ ეზო და თავად შექმნან სასურველი გმირები. 18:00 საათზე, ბავშვებს და უფროსებს მხატვარი ოლესია თავაძე წარუდგენს თავის ზღაპრებს „პატარა მაწანწალას“ და „ბუსუნსულა და პასკუალინა“. საბავშო წიგნი „ბუსუნსულა და პაწკულინა“ (2007 წელი) პრემირებული იყო საერთაშორისო კონკურსზე „STEP BY STEP“, (ნიუ-იორკი – ამსტერდამი) და გამოიცა მსოფლიოს მრავალ ენაზე. 2011 წელს თავად ავტორის ილუსტრირებულმა წიგნმა მიიღო ორი პრემია: საუკეთესო საბავშო ილუსტრაციები და საუკეთესო საბავშო წიგნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები