ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზოოლოგიურ პარკში ხელნაკეთი სათამაშოების გამოფენა მიმდინარეობს

31 მაისს და 1 ივნისს (12-დან 7 სთ-მდე), ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია“ თბილისის ზოოლოგიურ პარკში მართავს ხელნაკეთი სათამაშოების გამოფენას, რომელზეც წარმოდგენილია ქართველი ავტორების მიერ შესრულებული, ეკოლოგიურად სუფთა, ექსკლუზუირი სათამაშოები. აღნიშნული ღონისძიების მიზანია ფართო საზოგადოებას გააცნოს ქართველო ოსტატების შემოქმედება და ხელი შეუწყოს მათი ცნობადობის ამაღლებას. ტრადიციული რეწვის ასოციაცია დაარსდა 2015 წლის მარტში ევროკავშირის Investing in People პროგრამის მხარდაჭერითა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის, საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის ეკონომიკური სამსახურისა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი პროექტის: „ტრადიციული რეწვა საქართველოში – პლატფორმა სექტორის ეკონომიკური განვითარებისთვის“ ფარგლებში.
ასოციაციის მიზნებია: ტრადიციული რეწვის სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინირება; ტრადიციული რეწვის სექტორის პოპულარიზაცია და საზოგადოებაში ოსტატების სტატუსის ამაღლება; განათლების სისტემაში ტრადიციული რეწვის დარგების ინტეგრირება, ახალგაზრდობის ჩართულობის უზრუნველყოფა, დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლების ცენტრების შექმნა; სამთავრობო სტრუქტურებთან ტრადიციული რეწვის ოსტატთა ინტერესების დაცვა და სამოქმედო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა; სექტორის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და ქართული ტრადიციული რეწვის ნიმუშების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე; ტრადიციული რეწვის სფეროში კვლევების წარმოება; ფონდების მოძიება და ტრადიციული რეწვის სექტორის ტექნიკური მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები