დღეს ბათუმში ქუჩის მუსიკის ფესტივალი გაიმართება

ქუჩის მუსიკის ფესტივალი, რომელიც დღეს ბათუმში გაიმართება, “იგრძენი ბათუმის გულისცემა” ევროპის კომისიის “ერასმუს+”-ის და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ამბობენ, “იგრძენი ბათუმის გულის ცემა” (Feel the Beat of Batumi) ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამაა, რომელიც ევროპის კომისიის “ერასმუს+”-ის პროგრამის ფარგლებში იმართება და მასში, გარდა საქართველოსი, ასევე 36 უცხოელი მუსიკოსი მონაწილეობს. ამავე ინფორმაციით, პროექტში ჩართულია: ჩეხეთი, ესტონეთი, ლიტვა, უკრაინა, სომხეთი და საქართველო. აღსანიშნავია, რომ უცხოელ მონაწილეებს საქართველოდან 160 მუსიკოსი შეუერთდება, რომლებიც წინასწარი რეგისტრაციის მეშვეობით შეირჩნენ.
როგორც დეპარტამენტში ამბობენ, პროექტის მიზანია: ქუჩის მუსიკის პოპულარიზაცია, ქართველი და უცხოელი ახალგაზრდა არტისტების დამეგობრება, საქართველოსა და მოწვეულ ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება და საერთო კულტურული პროგრამების ორგანიზება.
ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამას და ფესტივალს ორგანიზებას უწევს ახალგაზრდული ასოციაცია “დრონი” და კომპანია EREDELI”s Art. კონცერტისთვის ბათუმში 5 სცენა მოეწყობა: ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესვლელში, პიაცაზე, ევროპის მოედანზე, მემედ აბაშიძის გამზირზე კინოთეატრ “აპოლოსთან”, საჯარო ბიბლიოთეკის სკვერში. კონცერტი ღია ცისქვეშ გაიამრთება და დასწრება უფასო იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები