კულტურის სამინისტროში New York Voices კვარტეტის წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს
დღეს, კულტურის სამინისტროში ლეგენდარული „~New York Voices კვარტეტის წევრებმა (კიმ ნაზარიანი, ლორენ კინჰანი, დერმონ მიდერი და პიტერ ელდრიჯი) პრესკონფერენცია გამართეს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით, რომელიც ჯანსუღ კახიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის ფარგლებში გაიმართება.
პრესკონფერენციას ასევე გაუძღვნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ კახიძე, კომპანია „მაგთიკომის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო სურგულაძე, სასტუმრო „რუმს თბილისის“ ბიზნესგანვითარების მენეჯერი ოთარ ბერიშვილი, კომპანია ,,სუფთა სახლის“ მარკეტინგის მენეჯერი სოლომონ მამუჩიშვილი. ჯანსუღ კახიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფესტივალი, ვოკალური ანსამბლის New York Voices კონცერტით 30 მაისს ოფიციალურად დაიხურება.