კულტურის მინისტრი გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმს ეწვია და თანამშრომლებს შეხვდა
28 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმს ეწვია და თანამშრომლებს შეხვდა. მინისტრს მუზეუმის დირექტორმა ლაშა ბაქრაძემ ის არქივები დაათვალიერებინა, სადაც მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის მწერლებისა და პოეტების უნიკალური ხელნაწერებია დაცული. შეხვედრის დროს საუბარი შეეხო მუზეუმში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, მათი გადაჭრის გზებსა და მუზეუმის სამომავლო გეგმებს.