ხვალ სოფელ პატარძეულში სახალხო ზეიმი „გოგლაობა“ აღინიშნება
ხვალ, 30 მაისს, 12 საათზე სოფელ პატარძეულში, გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში სახალხო ზეიმი „გოგლაობა“ აღინიშნება. „გოგლაობის“ ორგანიზატორია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა და კულტურის ობიექტების გაერთიანება. ეს არის მასობრივი დღესასწაული, რომელშიც ჩართულია საგარეჯოს რაიონის სოფლების მოსახლეობა. პატარძეული უმასპინძლებს: ლეონიძეების ოჯახსა და მათ საახლობლოს, სტუმრებს თბილისიდან, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებს…
„გოგლაობაში“ მონაწილეობენ: პოეტები და მწერლები, პატარძეულის გიორგი ლეონიძის საჯარო სკოლისა და ფრანგულ-ქართული ლიცეუმის მოსწავლეები, ფოკლორული ანსამბლი „გარეჯი“, ხოლო საგარეჯოს სახალხო თეატრი წარმოადგენს „ნატვრის ხიდან“ ინსცენირებას – ფუფალას სცენას.