ქუთაისის საპყრობილეში პატიმარმა პირი ამოიკერა და ხელი დაიჭედა
ქუთაისის N2 საპყრობილეში პატიმარმა პირი ამოიკერა და ხელი დაიჭედა. როგორც მსჯავრდებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, პროტესტის ამგვარი ფორმით მას უდანაშაულობის დამტკიცება სურს.
„უთხრეს, გაუხსნელი საქმეები შენს თავზე აიღეო, თორემ ხელკეტით გაგაუპატიურებთო. როგორც ჩემმა შვილმა ადვოკატს უთხრა, პოლიციის სამმართველოში გააშიშვლეს კიდევაც და ისე სურდათ მისი წამება. იმ მომენტში იმდენად შეურაცხყოფილი იყო, რომ გაუხსნელი საქმე საკუთარ თავზე აიღო, თუმცა მას შემდეგ, სიმართლის დამტკიცება გვინდა და ვერ დავამტკიცეთ“, – აცხადებს ირმა აფრიდონიძე.
ცნობისთვის, ბრალდებული ოთარ აფრიდონიძის საქმის არსებითი განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. მოსამართლეს საბოლოო განაჩენი ჯერ არ გამოუტანია.