აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მიზნით, 11 ახალი სამარხი გაიხსნება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, 11 ახალი სამარხი გაიხსნება როგორც სოხუმის, ისე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე.

მინისტრის განცხადებით, შესაბამისი შეთანხება გასულ კვირას სტამბოლში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზეა მიღწეული.

“ეს არის შეხვედრა, რომელიც წითელი ჯვრის ორგანიზებით ტარდება და მხოლოდ ჰუმატარულ საკითხებს განიხილავს, კერძოდ, ომში უგზო – უკვლოდ დაკარგული მეომრების მოძიების, გადმოსვენებისა და გაცვლის საკითხებს. მოვილაპარაკეთ, რომ 11 ახალი სამარხი გაიხსნება როგორც სოხუმის ტერიტორიაზე, ისე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, 5 არის ენგურს გადმოღმა მხარეს, 6 სამარხი კი ენგურის გაღმა მხარეს. სავარაუდოდ, რამდენიმე ათეული ან უფრო მეტი იქნება გადმოსვენებული და მოხდება მათი იდენტიფიცირება”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები