“კულტურის დღეების” ფარგლებში ღონისძიებები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება

გურიაში “კულტურის დღეების” აღნიშნვნა სოფელ მთისპირში პირველი გასვლითი კონცერტით დაიწყო, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძეც დაესწრო.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გასვლითი ღონისძიებები დაიწყო.

„კულტურის დღეების“ ფარგლებში ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობდნენ ქორეოგრაფიული ანსამბლი „კოლხა,“ ხალხურ საკრავთა ანსამბლი „ედელვაისი,“ ინდივიდუალური შემსრულებლები და ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლი „მთისპირი.“

„მოხარული ვარ, რომ მსგავსი პროექტი დაიწყო. მიუხედავად სოფლებში არსებული პრობლემებისა, მძიმე სოციალური ფონისა, სასიამოვნოა, როცა ადგილობრივი ანსამბლები არსებობას არ წყვეტენ და არასათანადო პირობებშიც კი აგრძელებენ მუშაობას. ჩვენი მიზანია სოფლების გამოცოცხლება, ადგილობრივი მოსახლეობის წახალისება და კულტურის დარგების განვითარება“ – განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

კულტურული და სპორტული ღონისძიებები სოფლებში 28 მაისიდან 20 ივნისის ჩათვლით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები